დუბაიში პირველი ქართული რესტორანი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 16:37 | 30.08.2018 ნანახია: 2772

დუბაიში პირველი ქართული რესტორანი - „მოდი“ გაიხსნა. რესტორნის ქართველი მასპინძლები, ქართული სამზარეულოს გულშემატკივრებს ქართული პროდუქტებით მომზადებულ უგემრიელეს ქართულ კერძებს და ღვინოს შესთავაზებენ.

რესტორანი გასტრონომიული სასწაულების გარდა, გამორჩეული იქნება ქართული ეთნოგრაფიული ელემენტებით, ფოლკლორით, მუსიკითა და ქორეოგრაფიით.

ჟურნალი „ლაბორატორია“ რესტორან „მოდის“ აღმასრულებელ შეფ-მზარეულს, გურამ ბაღდოშვილის დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა აღნიშნულთან დაკავშირებით.

გურამ ბაღდოშვილი: როდესაც ეს იდეა გაჩნდა, გადავწყვიტე სპეციალურად ჩავსულიყავი დუბაიში, რათა ადგილზე გამერკვია და შემესწავლა რამდენად მოთხოვნადი იქნებოდა ქართული სამზარეულო და რა შანსები გვქონდა.

გავეცანი ადგილობრივი რესტორნების ბაზარს და ვნახე, რომ ლიბანური სამზარეულოს ქსელი ყველაზე წარმატებულია. შედარებისთვის, ჩვენ და ლიბანელებს ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. გაანალიზების შემდგომ, მივხვდი, რომ თუ ლიბანური სამზარეულო დუბაიში ძალიან პოპულარულია და ერთ-ერთი წამყვანიც, მიმაჩნია, რომ ქართული სამზარეულო რამოდენიმეჯერ უკეთესიცაა და ქართულს უფრო მეტი წარმატება ექნება. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი, გაგვეკეთებინა ქართული რესტორანი, ქართული ფოლკლორით, ქართული ქალაქური არანჟირებით, ქართული ეთნოგრაფიით, პოლიფონიითა და რაღა თქმა უნდა, ქართული გასტრონომიით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე