4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 11:21 | 04.02.2022 ნანახია: 797

4 თებერვალი სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მართავს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს, რომლითაც ონკოლოგიური პაციენტების მომსახურება და მკურნალობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

2021 წლის მონაცემებით: 

•   ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია - 46 130 001 ლარით დაფინანსდა 17 953 ბენეფიციარის 101 825 სამედიცინო შემთხვევა;

•   8000 ლარით გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ფინანსური ლიმიტი.

კიბოს მსოფლიო დღე, სიმსივნის კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) ინიციატივით, 2005 წლიდან აღინიშნება და დაავადების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და მკურნალობის შესახებ ცნობიერების გაზრდას ემსახურება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე