„ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო
საქართველო, თბილისი - 15:22 | 02.02.2022 ნანახია: 742ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა.
ჯანდაცვკის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-ზე რეაგირების ჯგუფის წარმომადგენელმა, ბორის პავლინმა განაცხადა, რომ ვაქცინები მსგავს დაცვას უზრუნველყოფენ „ომიკრონის“ სხვადასხვა ფორმებისგან.
„თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, სადაც BA.2 ახლა დომინანტური ხდება, ჩვენ ვერ ვხედავთ ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელზე უფრო მაღალ მაჩვენებლებს“, - აღნიშნა ბორის პავლინმა.
„ომიკრონი“ შტამის BA.2 ქვევარიანტი უკვე დომინანტური ხდება ფილიპინებში, ნეპალში, ყატარში, ინდოეთსა და დანიაში.
27 იანვარს, დანიის ჯანდაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰოინიკემ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ქვესახეობა, რომელიც დანიაში დომინანტურია, უფრო გადამდებია, ვიდრე უფრო გავრცელებული BA.1 ქვეხაზი.
„არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ BA.2 ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა ის უფრო გადამდები უნდა იყოს“, - აღნიშნა დანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების 98% „ომიკრონი“ ვარიანტის BA.1 ქვეხაზზე მოდის, თუმცა დანიაში, „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ქვესახეობა დომინანტური გახდა.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო