წელს საქართველოში შევქმნით წამლის ლაბორატორიას – ზურაბ აზარაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:22 | 31.01.2022 ნანახია: 590

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია შეიქმნება, რომელიც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შესწავლას. შესახებ განმარტება მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გააკეთა.

„მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი ეხება იმპორტიორებისთვის აუცილებელი წესით GMP-ის სერტიფიკატის მოთხოვნას. როგორც გახსოვთ, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მიმდინარე განმავლობაში ამ სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა. იმპორტიორებს ვთხოვთ GMP-ის სერტიფიკატს. უფრო კარგად და ხარისხიანად რომ ვაკონტროლოთ როგორც იმპორტირებული, ისე ადგილზე წარმოებული წამლის ხარისხი, ჩვენ მიმდინარე წელს საქართველოში შევქმნით წამლის ლაბორატორიას. ამისთვის ბიუჯეტიდან ექვს მილიონამდე თანხა უკვე გამოყოფილია და პროცესი დაწყებული გვაქვს, რათა უმოკლეს ვადაში მოვაწყოთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე