ჰოსპიტალიზებული ადამიანების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა - ბიძინა კულუმბეგოვი

საქართველო, თბილისი - 12:56 | 31.01.2022 ნანახია: 572

სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი სავარაუდოდ თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწევს.

მათი თქმით, უპრეცედენტოდ მაღალია თავისუფალი საწოლების რაოდენობაც.

"სტაბილიზირება ქვეყნებში 3-4 კირის შემდეგ ჩანს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი ჩვენ თებერვლის მეორე ნახევრიდან უკვე უნდა გვქონდეს. უპრეცედენტო რაოდენობით პაციენტები გყავს ჩვენ აქტიური, თითქმის 150 000, მაგრამ ამავე დროს ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული ადამიანების რაოდენობა და 40% საშუალოდ ჰოსპიტალური საწოლების არის თავისუფალი. ამიტომ მე ვფიქრობ ამ ტალღას უმკლავდება ქვეყანა, შევძლებთ ჩვენ ამ ტალღის გავლას და, შესაბამისად, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მერე დიდი ხნის განმავლობაში გარკვეულწილად იქნება ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა," - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე