Moderna-მ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 13:50 | 30.01.2022 ნანახია: 819ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ, რომელმაც სახელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებითაც გაითქვა, აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებში გამოცდას დაიწყო. განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, ისევე როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, mRNA ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული.
მანამდე, შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის იუწყებოდა, რომ კანდიდატმა ვაქცინებმა mRNA-1644 და mRNA-1644v2-Core წარმატებით გაიარეს წინასწარი ტესტირების ეტაპი.
პირველ ეტაპზე, ვაქცინის გამოცდაში ჩაერთვება 18-50 წლამდე 56 ჯანმრთელი მოხალისე.
პირველი ფაზის საბოლოო შედეგები 2023 წლის მაისისთვის არის მოსალოდნელი, შუალედური შედეგები კი გაცილებით ადრე გახდება ცნობილი.
ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის პირველი ფაზის ფარგლებში, მეცნიერთა განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი იქნება გვერდითი მოვლენების სიძლიერისა და სიხშირის შესწავლაზე. ასევე, მეცნიერები შეისწავლიან ვაქცინის ანტისხეულების გამომუშავების უნარსა და ადამიანის ორგანიზმის იმუნურ რეაქციებს.
ვაქცინის გამოცდის მე-2 და მე-3 ფაზებში მოხალისეთა უფრო ფართო მონაწილეობა იქნება წარმოდგენილი.
ვაქცინის წარმოებას აფინანსებს შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო ინიციატივა. Moderna-სთან ერთად კი პროცესში ჩართულები არიან ტეხასის უნივერსიტეტი სან ანტონიოში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევის ცენტრი და ემორის უნივერსიტეტი.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო