კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი, შესაძლოა 18 000-დან 30 000-მდე გაიზარდოს
საქართველო, თბილისი - 13:10 | 27.01.2022 ნანახია: 543საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება. სპეციალისტები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. საქართველში ბოლო 24 საათში 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 24%-მდეა, ეს კი ყველაზე მაღალი მონაცემია პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი უახლოეს პერიოდში 18 ათასიდან 30 ათასამდე მიაღწევს.
"ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონავირუსის პანდემიის მე-6 ტალღის აღმავალ მრუდზე და სავარაუდოდ მომდევნო დღეებში ინფიცირება კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენთან მატება 4 იანვრიდან დაიწყო და მატების პერიოდი შეიძლება 3-დან 5 კვირამდე განისაზღვროს. შეიძლება იყოს ეს 18 ათასიდან 30 ათასამდე ინფიცირების მაქსიმალური რიცხვი,"-აცხადებს ივანეე ჩხაიძე.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო