მოსახლეობის 42% აცრას არ აპირებს - NDI
საქართველო, თბილისი - 13:04 | 27.01.2022 ნანახია: 504NDI-ს კვლევის მიხედვით, COVID-19-ის გავრცელებიდან ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება.
კითხვაზე – გაიკეთებდით თუ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მოსახლეობის 42% აცხადებს, რომ არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25% ამბობს, რომ აიცრებოდა, 29% კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა.
ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38%) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20%).
ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34% ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო