შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს - ივანე ჩხაიძე
საქართველო, თბილისი - 14:16 | 26.01.2022 ნანახია: 535შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს, - აცხადებს იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი ივანე ჩხაიძე.
მისი განმარტებით, ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანების დამატებით მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად.
„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, ამ სიტუაციის მოდელირება ბევრ ქვეყანაშია და არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს. ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებული ადამიანებისა და კოვიდგადატანილი ადამიანების რაოდენობას და მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო