Pfizer-მა "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 19:22 | 25.01.2022 ნანახია: 919ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა BioNTech-მა კორონავირუსის შტამის "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყეს. ამის შესახებ კომპანიის
განცხადებაშია ნათქვამი.
"Pfizer-მა და BioNTech-მა დაიწყეს უსაფრთხოებისა და იმუნოგენურობის შეფასებისთვის "ომიკრონის" საფუძველზე კანდიდატი ვაქცინის კლინიკური შესწავლა 18-55 წლის ჯანმრთელ ზრდასრულ პირებში", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ კვლევის დროს შეიქმნება სხადასხვა ჯგუფი Pfizer-ის უკვე არსებული ვაქცინასა და "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინის განსხვავებული სქემების შესადარებლად. მოსალოდნელია, რომ ცდებში მონაწილეობას მიიღებს 1420-მდე ადამიანი.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო