თუ ეგოისტი და მკაცრი ადამიანი ხართ, ევოლუცია აუცილებლად დაგსჯით - კვლევა

საქართველო, თბილისი - 18:06 | 18.01.2022 ნანახია: 807

თუ ეგოისტი და მკაცრი ადამიანი ხართ, ევოლუცია აუცილებლად დაგსჯით, _ ასეთ დასკვანმდე მივიდნენ მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერ-ბიოლოგები.

“აღმოვაჩინეთ, რომ ევოლუცია აუცილებლად დაგსჯით, თუ ეგოისტი და ხისტი ადამიანი ხართ“, - აცხადებს კვლევების ავტორი მიკრობიოლოგიისა და გენეტიკის პროფესორი კრისტოფ ადამი. მეცნიერი მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება ზოგიერთ სპეციფიკურ ოპონენტთან ეგოსიტურმა ორგანიზმებმა მიიღონ უპირატესობა. მაგრამ ეგოისტური ქცევა წარმატებული არ იქნება ევოლუციის მასშტაბებში.

კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგების შესახებ სტატია Nanture Communictions"-ში გამოქვეყნდა. კვლევა ეფუძნება თამაშის თეორიას, რომელიც გამოიყენება ბიოლოგიაში, ეკონომიკაში, პოლიტოლოგიასა და სხვა მრავალ დისციპლინაში. ბოლო 30 წლის ექსპერიმენტები ცხადყოფს, რომ წარმატების საფუძველი ხდება კოოპერირება. ეს ეხება როგორც კომპანიებს, ფორმებს, ასევე ერთუჯრედიან ორგანიზმებსა და ადამიანებს.

მეცნიერების ჯგუფი შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ “ნულოვანი დეტერემინების სტრატეგია“ (ZD) - ეგოისტი მოთამაშეების გარანტირებული მოგება კოოპერირების მომხრეებზე მართებულია, თუმცა კრისტიოფ ადამმა და ანდერ ჰინტცმა მასში ეჭვი შეიტანეს. ეს ორი მეცნიერი მიჩნევს, რომ ეგოისტური სტრატეგია გაანადგურებს მსოფლიოს და შესაბამისად კოოპერირება ალტერნატივის გარეშეა, თუნდაც ყველაზე დიდი ეგოსიტების გადარჩენისთვის. შესაბამისად, ევოლუცია აუცილებლად ითხოვს კოოპერირებას და ვერ აიტანს ეგოიზმს. ეს ეხება არა მხოლოდ საქმიანობას, არამედ გრძნობებს.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ZD-სტრატეგიის მატარებლები რეალურად ერთმანეთის გასანადგურებლად არიან მოწოდებულნი. შესაბამისად, ნებისმიერ ZD-გამარჯვებულს დროთა განმავლობაში მოუწევს გვერდზე გადადოს ეგოისტური სტრატეგია და მხარი დაუჭიროს კოოპერირებასა და კომპრომისებს. ასეთ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად ამბობენ უარს, დარჩნენ ZD-მოთამაშეებად, ანუ ეგოისტებად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე