აშშ-ში ალცჰეიმერის დაავადების პრეპარატი დამტკიცდა

საქართველო, თბილისი - 19:07 | 15.07.2021 ნანახია: 926

შეერთებული შტატების მარეგულირებელმა, სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ FDA დაამტკიცა ალცჰეიმერის დაავადების პირველი პრეპარატი - Aducanumab- ი, ბოლო 20 წლის განმავლობაში.

Aducanumab-ი ფარმაცევტული კორპორაცია Biogen-ის პროდუქტია.

მედიკამენტის მიზანია აღმოფხვრას ალცჰეიმერის გამომწვევი მიზეზები და არა ამ დაავადებით გამოწვეული სიმპტომები.

BBC-ის ინფორმაციით, ახალი პრეპარატის სამინზეა პროტეინი ამილოიდი, რომელიც ალცჰეიმერით დაავადებულ ტვინში ქმნის პათოლოგიურ შეჯგუფებებს, რაც აზიანებს უჯრედებს და იწვევს დემენციას, მათ შორის:

მეხსიერებისა და ზროვნების პრობლემებს

კომუნიკაციის პრობლემებს

დაბნეულობას.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ Aducanumab-ი ჯადოსნური მედიკამენტი არ არის და ბევრი ექიმი მას სკეპტიკურად უყურებს, აშშ-ის მარეგულირებლის მიერ მისი დამტკიცება ხელს შეუწყობს დემენციის კვლევას, რომელიც არასაკმარისად ფინანსდება, კიბოსა და გულის დაავადებების კვლევებთან შედარებით.

ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში დაახლოებით 30 მილიონზე მეტი ადამიანია ალცჰეიმერით დაავადებული, უმეტესობა 65 წელს გადაცილებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე