ამერიკამ კოვიდ-19-ის სამკურნალო პირველი აბები დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 19:03 | 30.12.2021 ნანახია: 603

შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის სამკურნალო აბები გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

პრეპარატი Paxlovid პირველია, რომელიც სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. მედიკამენტის მიღება დიაგნოზის დადასტურებისა და სიმპტომების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის განცხადებით, მის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული (ორალური) აბები ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკს 89%-ით ამცირებს.

შეგახსენებთ, ნოემბრის დასაწყისში, დიდმა ბრიტანეთმა კოვიდ-19-ის სამკურნალო პირველი ანტივირუსული პრეპარატი დაამტკიცა. პრეპარატი მოლნუპირავირი ფარმაცევტული კომპანია Merck-ის მიერ არის შემუშავებული.

პრეპარატი სახლის პირობებში მკურნალობისთვის არის განკუთვნილი და მისი მიღება, ექიმის დანიშნულებით, ინფიცირების შედარებით მსუბუქად მიმდინარეობის დროს იქნება შესაძლებელი.

18 დეკემბერს პრეპარატი უკვე დაენიშნა პირველ ბრიტანელ პაციენტს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე