სოფელ ბავრას ტბაში თევზი იხოცება - ინფექციის რისკი მატულობს
საქართველო, თბილისი - 21:32 | 13.03.2020 ნანახია: 2184
ჯავახეთში, სოფელ ბავრასთან მდებარე ტბაში ორ ტონამდე მკვდარი თევზი იპოვეს. სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა, თევზის მასობრივი განადგურება რომელიმე დაავადებასთან იყოს კავშირში. გარემოს დამცველები შიშობენ, რომ თუ ტბა მალე არ გაიწმინდა, ინფექციის წყარო გახდება. ამ წყალს მოსახლეობა სარწყავად იყენებს, რის გამოც ადგილობრივები შეშინებული არიან.
რამ გამოიწვია თევზების მასობრივი განადგურება ჟანგბადის ნაკლებობამ თუ დაავდადებამ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც გარემოს ზედამხედველობის სამსახური ლაბორატორიულ კვლევას დაასრულებს. უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ ფაუნის განადგურების ფაქტით დაინტერესდნენ ,თუმცა ტბაზე უკვე ნაკლები რაოდენობით დახოცილი თევზი დაუხვდათ.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო