წელს საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველო, თბილისი - 13:02 | 06.03.2020 ნანახია: 2409მიმდინარე წლის 5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 5 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია – 102 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 87 ახალი შემთხვევა.
სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8204 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6125 მამაკაცია და 2079 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271 პაციენტს განუვითარდა, 1660 გარდაიცვალა.
31 იანვრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5102 პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.8 % (3102) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.5 % (3977) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (923) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (110) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (39) - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3031 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1136; შემდეგ იმერეთში 986; აჭარაში 935; აფხაზეთში (525); კახეთში (404) ქვემო ქართლში (469); შიდა ქართლში (303); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალქეებისთვის უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო