დაუდგენელმა პირებმა 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე გადატეხეს
საქართველო, თბილისი - 17:04 | 26.02.2020 ნანახია: 4656ვანდალური ფაქტი მოხდა მცხეთაში, მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ. იუწყება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია.
გვიან ღამით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დარგული ნეკერჩხლის ხეები დაუდგენელმა პირებმა გამიზნულად დააზიანეს, დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გადატეხილია 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე, რომლებიც 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა და გამწვანების აქციის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში დაირგო.
24 თებერვალს, ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და გამოძიება დაწყებულია ყველა იმ პირის მიმართ ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
"ჩვენს ქალაქზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. თითოეული ჩვენგანი უნდა ცდილობდეს ქალაქის მოვლას და გალამაზებას, ამისთვის თვითეული დარგული ხე წინგადადგმული ნაბიჯია და გულდასაწყვეტია, როცა ჩვენს შორის ადამიანები ვანდალიზმს ჩადიან და თანამოქალაქეები ამაზე მკაცრად არ მიუთითებენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ: გავხადოთ მცხეთაზე ზრუნვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ წესად და სხვებსაც ვუბიძგოთ ამისკენ", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო