ოპტიმიზმი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის
საქართველო, თბილისი - 16:28 | 23.02.2020 ნანახია: 2591დადებითმა ემოციებმა ნამდვილად შეიძლება იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, რაც განსაკუთრებით საგრძნობია ხანდაზმულ ასაკში, ამტკიცებენ ამერიკელი ფსიქოლოგები კორნელის უნივერსიტეტიდან.
პროფესორ ენტონი ონგის სიტყვებით, ის, თუ როგორ ვბერდებით, განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. პოზიტიური ემოციები შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წამალი სტრესის, ტკივილის სიმპტომებისა და თვით დაავადებების წინააღმდეგაც კი. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ბედნიერი ადამიანები უფრო აქტიურ ნაბიჯებს დგამენ კარგი გუნება-განწყობის შესანარჩუნებლად, მაგ., რეგულარულად ვარჯიშობენ და იცავენ ძილის რეჟიმს. პოზიტიური მიდგომა ცხოვრებაში მათ ასევე ეხმარება, გვერდი აუარონ ცხოვრების არაჯანსაღ წესს, მათ შორის თამბაქოს მოხმარებას, რისკიან სექსუალურ ცხოვრებას, ამბობენ ექსპერტები.
ოპტიმიზმი, ასევე, სასარგებლოა სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაშიც, რომელიც მრავალი დაავადების ცნობილი რისკი-ფაქტორია. კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც მეტი დადებითი ემოცია აქვთ, უფრო დაბალია იმ ქიმიური ნივთიერებების დონე, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებთანაა დაკავშირებული, რომელსაც იწვევს სტრესი. გარდა ამისა, დადებითი განწყობა, ასევე, იძლევა საშუალებას, წინ აღვუდგეთ სტრესისა და დაბერების ბუნებრივი პროცესების შედეგად განვითარებულ დარღვევებს ორგანიზმის მუშაობის მხრივ, აღნიშნავენ კლინიცისტები.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო