ალოეს გამოყენება სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს

საქართველო, თბილისი - 15:57 | 11.02.2020 ნანახია: 1966

ტრადიციულად ითვლება, რომ ალოესგან წარმოებული დანამატები და სასმელები ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, კერძოდ, ახდენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის რეგულირებას. უკანასკნელი კვლევის მიხედვით, რომელიც წარმოებული იყო ამერიკული ნაციონალური ტოქსიკოლოგიური პროგრამის ფარგლებში, ექსპერიმენტულ ცხოველებს, რომლებსაც წყალს მცენარის ექსტრაქტთან ერთად აძლევდნენ, ნაწლავის სიმსივნე განუვითარდათ.
აღსანიშნავია, რომ მღრღნელები ორი წლის განმავლობაში იღებდნენ კონცენტრატის შედარებით დიდ დოზებს. შედეგად, 39% მდედრსა და 74% მამრს განუვითარდა მსხვილი ნაწლავის ან ავთვისებიანი, ან კეთილთვისებიანი სიმსივნე. საკონტროლო ჯგუფს, რომელიც უბრალო წყალს იღებდა, სიმსივნის განვითარება არ აღენიშნა.
მეცნიერების ინტერესს ექსტრაქტში არსებული იმ ქიმიური ნივთიერებების გარკვევა წარმოადგენს, რომელიც კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. ამჟამად ძირითადი ეჭვი ალოინზეა, რომელიც მწარე, მოყვითალო ნაერთს წარმოადგენს. ის ააქტიურებს პერისტალტიკას, ავლენს საფაღარათო ეფექტს.
ამ თეორიის დადასტურების შემთხვევაში, შეიძლება ალოესგან დამზადებული ბევრი პროდუქტი დაექვემდებაროს აკრძალვას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე