მარტში შენგენის ზონაში საქართველოს 355 მოქალაქე არ შეუშვეს
საქართველო, თბილისი - 12:56 | 19.04.2019 ნანახია: 1078
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის სტატისტიკას აქვეყნებს.
მარტში შენგენის ზონაში საქართველოს 355 მოქალაქე არ შეუშვეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარტში, უარი ქვეყანაში შესვლაზე ყველაზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ავსტრიაში უთხრეს. მარტში ავსტრიაში 1650 მოქალაქე გაემგზავრა, საიდანაც 105 მოქალაქე არ შეუშვეს ქვეყანაში.
სხვა ქვეყნების მოანცემი კი შემდეგნაირია:
გერმანია – 6056 გამგზავრება და 31 უარი;
იტალია – 2913 გამგზავრება და 30 უარი;
საბერძნეთი – 3730 გამგზავრება და 13 უარი;
ესპანეთი – 1497 გამგზავრება და 37 უარი;
საფრანგეთი – 1595 გამგზავრება და 35 უარი;
პოლონეთი – 3185 გამგზავრება და 20 უარი;
უნგრეთი – 1109 გამგზავრება და 10 უარი;
ჩეხეთი – 1491 გამგზავრება და 3 უარი;
ლატვია – 708 გამგზავრება და 27 უარი;
ბელგია – 168 გამგზავრება და 4 უარი;
კვიპროსი - 1011 გამგზავრება და 39 უარი;
ბულგარეთი – 102 გამგზავრება და 1 უარი.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე შეუშვეს შემდეგ ქვეყნებში: ნიდერლანდებში 331, ლიეტუვაში – 501, რუმინეთში – 10.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო