ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ბავშვის ტვინის განვითარებაზე

საქართველო, თბილისი - 17:14 | 18.04.2019 ნანახია: 5450

ბოლო დროინდელი კვლევების შედეგად, გაიზარდა იმ ქიმიური ნივთიერებების ნუსხა, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენენ მავნე ზეგავლენას. The Lancet Neurology-ის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს 11 ნეიროტოქსინის სია, რომელთაც აქვთ უნარი დააზიანონ, როგორც, შეგრძნების და აღქმის, ისე  ყურადღების და მეხსიერების უნარები. კვლევის ავტორების თქმით, ნეიროგანვითარების ფუნქციების დარღვევები როგოიცაა მაგალითად აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ,დღეს დაბადებული ბავშვების დაახლეოებით 10-15%-ში გვხვდება. ამ დარღვევებიდან მხოლოდ 30-40%-ი მიეკუთვნება გენეტიკურს, ხოლო დანარჩენი გარემოს ბრალია. ზუსტი მიზეზების დასახელება რთულია, თუმცა მკვლევარები განსაკუთრებულად  ამ 11 ნეიროტოქსინისგან თავის დაცვისკენ მოგვიწოდებენ

ესენია:

ტყვია,  ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ქიმიური ელემენტია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნეიროგანვითარების ფუნქციების ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა მაგალითად, ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი. (IQ)

მეთილვერცხლისწყალი ახდენს მავნე ზეგავლენას ჩანასახის ნეიროგანვითარებაზე ეს ნეიროტოქსინი, ორსულობის დროს დედის მიერ თევზეულის ხშირად მოხმარების შედეგად ხვდება ბავშვის ორგანიზმში.

პოლიქლორირებული  ბიფენილები ახდენენ ჩვილის კოგნიტიური ფუნქციის დაზიანებას (შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება), ეს ქიმიური ნივთიერებები მრავლად მოიპოვება საკვებში, განსაკუთრებით თევზეულში და დედის რძის გავლით ხვდებიან ბავშვის ორგანიზმში.

დარიშხანი ძირითადად სასმელი წყლიდან ხვდება სკოლის ასაკის ბავშვების ორგანიზმში და იწვევს კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითებას.

ტოლუოლი  აქროლადი გამხსნელებიდან ყველაზე ტოქსიკურია და ყველაზე სწრაფად იწვევს პიროვნების ინტელექტუალურ დეგრადაციას

მარგანეცი დიდი რაოდენობით მოიპოვება სასმელ  და იწვევს ინტელექტუალური განვითარების  შემცირებას, ასევე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს.

ფთოროვანი ნაერთის მომატება ბავშვის ორგანიზმში IQ-ის საშუალოდ 7 პუნქტით დაქვეითებას იწვევს.

ქლორპირიფოსი და DDT (პესტიციდები) იწვევენ ტვინის სტრუქტურულ ანომალიებს და ნერვული სისტემის პრობლემებს ბავშვობის ასაკში. ბოლო ხანებში იკვეთება მათი კავშირი ალცჰაიმერის დაავადებასთანაც. ეს პესტიციდები განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია, თუმცა მაინც გამოიყენება ზოგიერთ განვითარებად ქვეყნაში. 

ტეტრაქლოროეთილენი ბავშვებში ჰიპერაქტიურობას და აგრესიულ ქცევას იწვევს. ეს ნივთიერება ბავშვის ორგანიზმში ყველაზე ხშირად იმ შემთხვევაში ხვდება, თუ დედა არის პროფესიით მედდა, ქიმიკოსი, დამლაგებელი, დალაქი ან კოსმეტოლოგი.

პოლიბრომირებული დიფენილოვანი ეთერები ძლიერი ნეიროტოქსინებია და იწვევს ბავშვებში ნეიროგანვითარების ფუნქციების სერიოზულ დარღვევებს. ამჟამად ისინი ყველგან აკრძალულია.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მუცლად ყოფნისა და ჩვილობის პერიოდში ადამიანის ტვინზე ამ ნივთიერებების ზემოქმედებამ შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. ძალიან რთულია ზემოხსენებული ნოვთიერებებისგან სრული თავდაცვა, ვინაიდან ისინი ფართოდ არის გავრცელებული ყოველდღიურ ცხოვრებაში - საკვებში, სასმელში, ჰაერში, კოსმეტიკაში, დოკუმენტებში, რეზერვუარებსა, ჭურჭელში და ა.შ. პრობლემა გლობალური  მასშტაბისაა და მისი გადაწყვეტაც გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს.

წყარო: Forbes.ge



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე