მსოფლიოში ცნობილი ესპანური კომპანია Dibag საქართველოში ცხოველების საკვების წარმოებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 20:52 | 08.08.2018 ნანახია: 1190

Dibag-ი მსოფლიოში ცხოველების საკვების წარმოების მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში წარმოების დაწყების მიზნით ინვესტირებას და „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

ესპანურ კომპანია Dibag-მა საქართველოში წარმოების შექმნის სურვილი დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის ესპანეთში საქმიანი ვიზიტის დროს გამოთქვა. დავით საგანელიძე გასულ წელს ესპანურ  კომპანია Dibag Group-ის აღმასრულებელ პრეზიდენტს კარლოს ტეხედორ ლაზაროს შეხვდა და საქართველოში წარმოების გადმოტანა შესთავაზა. Dibag Group-ის სპეციალისტებმა საქართველოს ბაზარი და საინვესტიციო პოტენციალი ადგილზე შეისწავლეს და საინვესტიციო წინადადებები მოამზადეს.

„საპარტნიორო ფონდში“ დღეს გამართულ  შეხვედრაზე Dibag-ის დირექტორმა „საპარტნირო ფონდის“ მენეჯმენტს საქართველოში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადებული ცხოველების კომბინირებული საკვების წარმოების ერთობლივი პროექტის კონცეფციისა და მსოფლიო ტენდეციების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო.  მხარეებმა წარმოების ფინანსური, კომერციული და ტექნიკური დეტალები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე იმსჯელეს.

Dibag-ი ცხოველების საკვების წარმოების მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა მსოფლიო მასშტაბით, რომელიც საკუთარი პროდუქციით ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებს ამარაგებს. კომპანია GROUP DIBAQ 1987 წელს დაარსდა. კომპანია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში 19 საწარმოს ფლობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე