სასტუმროების მედიაგაშუქების კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 08.08.2018 ნანახია: 891

აიფიემ კვლევებმა წარმოადგინა სასტუმროების მედიაგაშუქების კვლევის შედეგები, სადაც მოცემულია ინფორმაცია იმ სასტუმროების შესახებ, რომლებსაც ყველაზე ხშირად აშუქებენ ქართული მედიასაშულებები.

2018 წლის ივნისი-ივლისის თვეების განმავლობაში, მედიასივრცეში 108 სასტუმროს სახელმა გაიჟღერა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 89 სასტუმრო იყო.

2 წლის მონაცემების შედარებისას, ქართულ მედიაში, აქტიურად გაშუქებული, მოწინავე სასტუმროების დასახელებები, ფაქტობრივად არ განსხვავდება, გამონაკლისია, სასტუმრო „ლეო გრანდი“, რომელმაც აქტიურობით, მიმდინარე წლის ზაფხულში, გასული წლის ივნის-ივლისში, ერთ-ერთი ხშირად მოხსენიებადი სასტუმრო „ქორთიარდი“ გამოდევნა პირველი ექვსეულიდან.

მეორე კვარტალში წარმოდგენილი ექვსეულის სენტიმენტალური პროფილი, ნეიტრალურს, ნეგატიურსა და პოზიტიურს შორის ბალანსს გვიჩვენებს. ნეგატიური გამოვლინებები, მხოლოდ სასტუმრო „ლეო გრანდის“ შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც აღნიშნულ სასტუმროში დატრიალებულმა ტრაგედიამ განაპირობა.

ყველაზე მიმზიდველი პოზიტიური მაჩვენებელი, მთლიან გამოვლინებასთან მიმართებაში, სასტუმრო „ბილთმორ თბილისის“ შემთხვევაში დაფიქსირდა, რომელიც, გარდა იმისა, რომ, მოცემულ პერიოდში, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი გახლდათ, უშუალოდ სასტუმროს პოზიტიური სიახლეც გააშუქა მედიამ, კერძოდ ახალი ბაღისა და ბარ-რესტორან „აზურას“ ოფიციალური გახსნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე