Wizz Air-ი ქუთაისიდან 6 ახალ მიმართულებას ამატებს
საქართველო, თბილისი - 15:47 | 01.02.2019 ნანახია: 979
Wizz Air-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებებს ამატებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, 1-ელი აგვისტოდან ავიაკომპანია ქუთაისიდან 6 ახალი მიმართულებით იწყებს ოპერირებას.
ეს მიმართულებებია: ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი.
დღეისათვის Wizz Air-ი ქუთაისიდან 21 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ, რეგულარულ რეისებს.
აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ავიაბაზრის ისტორიაში, ბაზრის ლიდერი Wizz Air-ი გახდა. 2018 წლის მაჩვენებლებით, საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე მეტ, 587 179 მგზავრს სწორედ, რომ Wizz Air-ი მოემსახურა და ამ მაჩვენებლებით ბაზრის 12%-ის მფლობელი გახდა.
ახალი ამბები
- საქართველოში კოვიდ-19-ის 11 235 ახალი შემთხევა დადასტურდა
- 4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
- "ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება
- „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ფორმა, როგორც ჩანს, უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე თავდაპირველი BA.1 ფორმა - ჯანმო