ქართული ღვინის ექსპორტი 13%-ით, ხოლო ღვინის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 22:24 | 08.10.2018 ნანახია: 662

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22% შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 68% (172 673 ბოთლი), პოლონეთი - 32% (2465541) და დიდი ბრიტანეთი - 22% (67310); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 69% (31050)), ნიდერლანდები - 47% (60309), გერმანია - 22% (349216), ლიეტუვა - 18% (331620), ესტონეთი - 16% (420704), კანადა -13% (119418), საფრანგეთი - 11% (107126), ლატვია - 9% (1245324) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი -  80% (120294), ყირგიზეთი - 54% (179610), ყაზახეთი - 30% (2658224), მონღოლეთი - 44% (162390),უკრაინა - 27% (6746598), ბელარუსი 13% (1188822), რუსეთი - 11% (37064677) და სხვა.                  

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (37064677), უკრაინა (6746598),  ჩინეთი  (4821937), ყაზახეთი  (2658224) და პოლონეთი (2465541).   

ამასთან, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 9 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 27,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 10% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 287 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 96%. სულ ექსპორტირებულია 824 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 222,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე