დღეს, ყავის საერთაშორისო დღეა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 01.10.2018 ნანახია: 705

155-წლიანი, ავსტრიული ყავის ბრენდი Julius Meinl -ი ყავის საერთაშორისო დღეს, 1-ელ ოქტომბერს, აღნიშნავს.  კომპანია იწვევს ნებისმიერ მსურველს მიიღოს აქციაში მონაწილეობა,  უგემრიელესი ყავის თანხლებით და  მისწეროთ წერილი საყვარელ ადამიანს.

„აქციის მიზანია  თითოეული ჩვენგანის ემოციური ურთიერთობების შენარჩუნება   და გამყარება. 
ერთი დღით დაგავიწყოთ  სოციალური ქსელები და  დაგაბრუნოთ ცოცხალი კომუნიკაციების სამყაროში, სამყაროში სადაც ცარიელი ფურცელი წერის სურვილს აღძრავს და ადამიანებიც უფრო მეტად ენდობიან ერთმანეთს .

"თუ გაქვთ სათქმელი, ან გსურდათ გეთქვა და ვერ უთხარით... ან უბრალოდ ხართ რომანტიკული... 
თვლით, რომ ორ სიტყვიანი მშრალი მესიჯები  და ინტერნეტ ჰოლოგრამები ვერ გამოხატავს თქვენს  პიროვნებას...  ან თვლით, რომ ვიღაც კარგად არ გიცნობთ და გსურს მეტი იცოდეს შენზე... ან გახრჩობთ ბრაზი და გსურთ ეჭვებისგან განთავისუფლდეთ ... მაშინ, მიეცით გრძნობებს გამოხატვის უფლება და მიანდე ბედი თეთრ ფურცელს“, - აცხადებენ კომპანიაში. 

ერთი კვირის განმავლობაში  ადრესატებს შეეძლებათ მიაკითხონ უცნობ წერილებს პეკინის 34 ნომერში.   წერილთან ერთად კი მათ ფინჯანი ყავით გაუმასპინძლდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე