ბარსელონა ტურისტების სიჭარბეს განიცდის

საქართველო, თბილისი - 13:54 | 20.09.2018 ნანახია: 459

ქალაქების რეიტინგში, რომელთა მოსახლეობაც ტურისტების დიდ რაოდენობას განიცდის, ბარსელონა ლიდერობს. რეიტინგში, რომელიც ონლაინპორტალმა Statista-მ გამოაქვეყნა, ჩანს რომ მეორე ადგილზეა ამსტერდამი, ხოლო მესამეზე - ვენეცია.

TOP-10-ში ასევე მოხვდნენ მილანი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, რეიკიავიკი, მოსკოვი, ათენი და ნანტი.

რეიტინგის შედგენისას 500 ქალაქის ტურისტული მაჩვენებლების გაანალიზება მოხდა, სადაც UNWTO-ს ინფორმაციით, 2017 წელს ტურისტების სიმრავლე დაფიქსირდა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე