10 საკვები სიმსივნის პრევენციისთვის

საქართველო, თბილისი - 15:23 | 18.09.2018 ნანახია: 667

გამოთქმა:  „რასაც მივირთმევთ განსაზღვრავს სიცოცხლისუნარიანობას“ ზუსტი ჭეშმარიტებაა. ჯანსაღად და ნორმირებულად კვება სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის უმთავრესი წინაპირობაა. დანარჩენ შემთხვევებში სხვა და სხვა დაავადებების შეძენის რისკები, ცხადია მატულობს.

სიმსივნეს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მეცნიერები თანხმდებიან რომ თქვენს კვების რაციონში განსაზღვრული რაოდენობის პროდუქტების დამატება მკვეთრად ამცირებს დაავადების განვითარების რისკებს. ნატურლურ პროდუქტებს, ანტიოქსიდანტებს, ვიტამნინებსა და მინერალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში. "ბიზნეს ინსაიდერის" ინფორმაციით, ეს ის 10 საკვებია რომლებიც თქვენი იმუნიტეტის სტიმულირებას ხელს შეუწობს:

ბროკოლი: ბროკოლი მდიდარია ფოლატებით, რომელიც აუცილებელია სისხლის განახლებისათვის და ტონუსის ამაღლებისათვის. ბროკოლი ჭარბწონიანობის, წყლულის და კიბოს საწინააღმდეგოდ ცნობილი საშუალებაა.

პომიდორი: პომიდვრის კიბოს საწინააღმდეგო ქმედება უამრავი კვლევით დადასტურებულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის კიბოს მხოლოდ რამდენიმე სახეობაზე მოქმედებს. პომიდორს გააჩნია ორი ძლიერმოქმედი - მძლავრი ანტიოქსიდანტური და ასევე მძლავრი ანტიანთებითი თვისება, რაც ერთნაირად მნიშვნელოვანია კიბოს დასამარცხებლად. კიბოს ბევრი სახეობა იწყება ქრონიკული მჟავიანობის სტრესითა და ქრონიკული ანთებითი დაავადებებით, პომიდორი კი ამ პროცესებს ბლოკავს და სპობს.

ნიორი: ნიორს გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული ზემოქმედების უნარი, რაც განპირობებულია მისი რთული ქიმიური შემადგენლობით. იგი შეიცავს 500-მდე გოგირდის შემცველ სხვადასხვა ქიმიურ შენაერთს, რაც უზრუნველყოფს მის მნიშვნელოვან ფუნქციას შეებრძოლოს 150 – მდე დაავადებას და მათ გამომწვევ მიზეზებს. კერძოდ, იგი ამარცხებს ისეთ მწვავე სოკოვან ინფექციებს, როგორიცაა კანდიდოზი (candida albicans), რომელიც, თავის მხრივ, გვევლინება, როგორც კიბოს მაპროვოცირებელი.

სიმინდი: შემწვარი თუ მოხარშული, სიმინდის მარცვლები შეიცავს ბეტა-კრიპტოქსანტინსა და ფეროულ მჟავას, რის შედეგადაც შესაძლებელია კიბოს ზრდის დათრგუნვა. 

ჭარხალი: კვლევებმა დაადასტურეს, რომ ბეტაინი აჩერებს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას

სტაფილო: სტაფილო დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, ეს კი ძალიან სასარგებლოა მხედველობისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. სტაფილო კიბოს დაავადების განვითარებას ებრძვის.

მწვანე ჩაი: მწვანე ჩაის ანტიბაქტერიული და ანტიკარიესული ეფექტები აქვს. 
ბოლოდროინდელი გამოკვლევებით კი დადასტურდა ამ მცენარის ნაყენის ანტიკანცეროგენული მოქმედებაც.მწვანე ჩაის ანტისიმსივნური ეფექტიც აქვს

ისპანახი: ისპანახი ძუძუს კიბოს განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს. საიდუმლო კაროტინოიდებშია, რომელიც ბლოკავს არასტაბილურ მოლეკულებს - თავისუფალ რადიკალებს. ეს უკანასკნელი კი იწვევს დნმ-ის დაზიანებასა და კიბოს. 

ლობიო: ლობიო ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და თავისუფალი რადიკალებისგან გიცავთ., თავისუფალი რადიკალები ვნებს თქვენს უჯრედებს. 90 000 ქალბატონზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ იმ კატეგორიაში, ვინც ლობიოს ან ოსპს 8 წლის განმავლობაში კვირაში მინიმუმ ორჯერ მიირთმევდა, ნაკლები იყო ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე