კახეთში მევენახეების შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 11.09.2018 ნანახია: 364

11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 27 ათასამდე ტონა საფერავი, 9 ათასამდე ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. შედარებისთვის, 2017 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული იყო 22,5 ათასი ტონა ყურძენი.

რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა. 

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 11,5 ათასი ტონა, შემდეგ მოდის ყვარელი- 11 ათასი ტ. თელავი - 8 ათასი ტ., სიღნაღი - 4,7 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 3,2 ათასი ტ., ახმეტა - 2 ათასი და ლაგოდეხი 800 ტონამდე.

დღეღამურად, საშუალოდ 5 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია.

10 სექტემბერს, რთველის პროცესში ჩართული იყო 60-ზე მეტი ღვინის კომპანია კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 102-მა ღვინის კომპანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე