ვითიბი ბანკის თასზე, საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:17 | 31.08.2018 ნანახია: 319

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 31 აგვისტოდან   2 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის იპოდრომზე გაიმართება   მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი - VTB CUP.  შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება- წინაღობათა გადალახვა.

ტურნირში მონაწილეობას იღებს ათი მხედარი: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან. ფინალური ეტაპი 2 სექტემბერს გაიმართება.

ტურნირის ორგანიზატორია  საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, შეჯიბრის მხარდამჭერები თბილსის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე