შილდაში ღვინის ახალი საწარმო გაიხსნა.
საქართველო, თბილისი - 14:31 | 29.08.2018 ნანახია: 627
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის ახალი საწარმო „აგრიდა“ გაიხსნა.
„აგრიდას“ ხელმძღვანელის, გურამ მინდიაშვილს ინფორმაციით, საწარმოო მიმდინარე წლის რთველის პროცესში ჩაერთვება და გადაამუშავებს როგორც საკუთარი ვენახებიდან მოწეულ, ასევე მოსახლეობისგან ჩაბარებულ ყურძენს. „აგრიდა“ ფლობს 23 ჰექტარ ვენახს, გეგმავს როგორც ქვევრში დაყენებული, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული ღვინოების წარმოებას. მისი წარმადობა წელიწადში 1,5 მლნ ბოთლია. ღვინო გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე. საწარმოში სეზონურად 50-მდე ადამიანი დასაქმდება, იგეგმება ღვინის ტურიზმის განვითარება.
საწარმო „აგრიდა“ შეიქმნა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებამ 1,2 მლნ ლარი შეადგინა.
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამ დროისთვის დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს 28 ახალი ღვინის საწარმო, გაფართოებულია 64 ღვინის საწარმო.
ეკოლოგია
- 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
- ახალგაზრდა ევროპელი ელჩები შეუერთდნენ დასუფთავების კამპანიას ქუთაისში - უარი თქვი პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი "ჭიაკოკონობასთან" დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
- დღეს, 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება