Business Insider-მა თბილისი სექტემბერში მოსანახულებელ 12 საუკეთესო ადგილს შორის დაასახელა

საქართველო, თბილისი - 14:08 | 29.08.2018 ნანახია: 542

ამერიკული გამოცემა Business Insider-თბილისს იმ ტურისტულ ადგილებს შორის ასახელებს, რომელიც სექტემბერში უნდა მოინახულოთ.

მართალია, ზაფხული თითქმის მიიწურა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი სამოგზაურო გეგმები გვერდზე გადადოთ.  გამოცდილმა მოგზაურებმა კარგად იციან, რომ სექტემბერი მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი დროა.

თუ შევხედავთ გარემოს კლიმატურ პირობებს და მსოფლიოს კულტურულ ღონისძიებათა კალენდარს, შეგვიძლია შევარჩიოთ 12 საუკეთესო ადგილი, სადაც მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვპირდება.

ნახეთ, ეს ტურისტული ლოკაციები და იჩქარეთ მოგზაურობის დასაგეგმად:

თბილისი, საქართველო

საქართველოს დედაქალაქს, თბილისს, მისი განუმეორებელი არქიტექტურის გამო უნდა ეწვიოთ. რეგიონში, რომელიც ევროპისა და აზიის გზასაყარზე მდებარეობს, თბილისი გამორჩეულია არქიტექტურით, რომელიც საბჭოთა და სპარსული ხელოვნების ნაზავს წარმოადგენს. გარდა ამისა, თქვენ იქ ნახავთ მეოთხე საუკუნეში აგებულ ციხე-სიმაგრეს, ნარიყალას და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარს.

დანარჩენი 11 ადგილის სია კი ასე გამოიყურება:

დიდი კანიონი, არიზონას შტატი, აშშ-ი

ლას ვეგასი, ნევადას შტატი, აშშ-ი

თეთრი მთები, ნიუ ჰემპშირის შტატი, აშშ-ი

ლიმონის პროვინცია, კოსტა-რიკა

ლონდონი, ინგლისი

ბრიუგე, ბელგია

სიცილია, იტალია

უდაიპური, ინდოეთი

ჰუანგშანი, ჩინეთი

დასავლეთ კაპლანდი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

მელბურნი, ავსტრალია

 

წყარო: https://www.businessinsider.com/best-places-to-visit-september-2018-8




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე