დანია ევროპაში ყველაზე ძვირი ქვეყანაა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 29.08.2018 ნანახია: 881

ევროპის სტატისტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, დანია და ლუქსემბურგი საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნებია. ამ ქვეყნებში კვების, უძრავი ქონების, განათლებისა და ჯანდაცვის ფასები 40 %-ით უფრო ძვირია, ვიდრე საშუალოდ ევროკავშირში.

დანიამ და ლუქსემბურგმა რეიტინგში გაუსწრეს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ფინეთი და შვედეთი.

საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყანა ბულგარეთი აღმოჩნდა, სადაც ფასები 56 %-ით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში. რეიტინგში, საცხოვრებლად ყველაზე იაფ ქვეყნებს შორის, ასევე მოხვდნენ რუმინეთი, პოლონეთი, უნგრეთი და ლიეტუვა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების/ქვეყნების რეიტინგში კი ბოლო ხუთი წელია სინგაპური ლიდერობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე