ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნილი კუპიურები
საქართველო, თბილისი - 13:54 | 22.08.2018 ნანახია: 819
ფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულის ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული, თავისთავად უნიკალურია.
პირველი ქაღალდის ფულის პროტოტიპი ჩინეთში, ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა.
ევროპაში ბანკნოტები შედარებით გვიან გამოჩნდნენ. 1661 წელს სტოკჰოლმის, კერძო, საემისიო ბანკმა დაბეჭდა პირველი ოფიციალური ბანკნოტები ევროპაში.
ქაღალდის ფულის დაბეჭდვის პარალელურად, ადამიანებმა, ბუნებრივია, კუპიურის დიზაინთან დაკავშირებითაც დაიწყეს ფიქრი. თავდაპირველად, სხვადასხვა ქვეყნის კუპიურებს შორის ბევრს მსგავსებას აღმოაჩენდით, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, კუპიურების დიზაინიც შეიცვალა, დაიხვეწა და ზოგიერთი მათგანი ჩვენს გაოცებასაც კი იწვევს.
ახალგაზრდა ესპანელმა მხატვარმა, მარი სანეტმა, გადაწყვიტა საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი გამოეხატა კუპიურებზე და ასეც მოიქცა.
ეკოლოგია
- 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
- ახალგაზრდა ევროპელი ელჩები შეუერთდნენ დასუფთავების კამპანიას ქუთაისში - უარი თქვი პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურებაზე
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი "ჭიაკოკონობასთან" დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
- დღეს, 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება