საქართველოში სასტუმროებმა 6 თვის განმავლობაში 282 მლნ-მდე ლარის შემოსავალი მიიღეს

საქართველო, თბილისი - 13:29 | 21.08.2018 ნანახია: 601

საქართველოში სასტუმროებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, სასტუმროებმა 6 თვის განმავლობაში 282 მლნ-მდე ლარის შემოსავალი მიიღეს, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 241 მლნ ლარს შეადგენდა.

ერთი წლის განმავლობაში სასტუმროებს 15%-ით გაეზარდა გაყიდული ოთახების რაოდენობა. სულ 2018 წლის 6 თვეში სასტუმროებმა 1,005,989 ოთახი გააქირავეს, 2017 წლის იმავე პერიოდში  კი – 872 226 იყო.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მაღალი დატვირთულობით ივნისი გამოირჩევა და დატვირთვის მაჩვენებელი 78.8%-ს აღწევს.

სასტუმროებში საშუალო დღიურმა დანახარჯმა ივნისში 288 ლარი შეადგინა, 2017 წლის ივნისში კი ეს მაჩვენებელი 277 ლარი იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე