დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარია - საქსტატი
საქართველო, თბილისი - 12:12 | 17.03.2020 ნანახია: 898
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2019 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1202 ლარს შეადგენდა.
საქსტატის ცნობით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდა თითქმის ყველა დარგში შეინიშნებოდა.
კაცების საშუალო ხელფასი 2019 წლის მეოთხე კვარტალში 1 593.2 ლარი იყო, ხოლო ქალების 1 018.5 ლარი.
ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი, საქსტატის მიხედვით, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში იყო და 2 216.3 ლარს შეადგენდა. ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში საშუალო ხელფასი 2 071.3 ლარი იყო, ხოლო მშენებლობის სექტორში - 2 037.1 ლარი.
საზოგადოება
- შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება, ეს არის ობიექტური რეალობა - გიორგი გახარია
- ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გამარტივდა
- დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარია - საქსტატი
- იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურების სივრცეებში მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა