18 მარტიდან საქართველოს სამთო კურორტები იკეტება
საქართველო, თბილისი - 13:42 | 16.03.2020 ნანახია: 769
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან იკეტება საქართველოს სამთო კურორტები.
ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
1. 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;
2. დროებით იკეტება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები;
3. კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;
4. მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი;
5. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის;
საზოგადოება
- შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება, ეს არის ობიექტური რეალობა - გიორგი გახარია
- ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გამარტივდა
- დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარია - საქსტატი
- იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურების სივრცეებში მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა