12 პაცენტზე ჩატარებული ტესტირების შედეგად არცერთს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა - მარინა ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 10:57 | 16.03.2020 ნანახია: 133

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ 12 პაციენტზე ტესტირება ჩატარდა და მათგან არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღის განმავლობაში გაიკრვევა, დამატებით 12 პაციენტს აღენიშნება თუ არა კორონავირუსი.

"გუშინ ჩვენთან ჩატარდა 12 პაციენტის ტესტირება და პასუხები უარყოფითი იქნა მიღებული. დღეს დილიდან კიდევ უნდა ჩატარდეს 12 პაციენტზე. დაახლოებით დღის მეორე ნახევარში იქნება ამ 12 პაციენტის პასუხი, მაგრამ შემომატებული პაციენტების ტესტირება ჩატარდება გვიან," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გუშინ 33-მდე გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 427 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 73.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე