დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 23:52 | 13.03.2020 ნანახია: 215

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამერიკის ხელისუფლებას ფედერალურ რეზერვებთან ხელმისაწვდომობის საშუალებას მისცემს, რაც დაახლოებით 50 მლრდ დოლარს შეადგენს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ფედერალურ მთავრობას საშუალება ექნება მთელი ქვეყნის მასშტაბით კოორდინირება გაუწიოს კორონავირუსთან ბრძოლის პორცესს, რომელსაც ადგილობრივ დონეზე შტატის ხელისუფლებები წარმართავენ.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყანაში ახალი საავადმყოფოები უნდა აშენდეს და დაფინანსდეს სამედიცინო კვლევები.

მანამდე 7 შტატის ხელისუფლებამ სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

შეერთებული შტატების ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 1701 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 40 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე