მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. მზად უნდა ვიყოთ - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 15:20 | 12.03.2020 ნანახია: 401

„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში კერძო სექტორის ჩართულობა.

„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველანაირად. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, მზად უნდა იყოს ჯანდაცვის სექტორი, მზად უნდა იყოს კერძო სექტორი. დღეს საქართველოში ჰოსპიტალების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებთ მათ მფლობელებს და მმართველებს, რომ ამ დროს მთავარია სოლიდარობა, ე.წ. საზოგადოებრივ-კერძო ურთიერთბები. „მე კერძო ვარ და არ მივიღებ ავადმყოფს“, - მიუღებელია ასეთი მიდგომა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე