საპატრიარქო საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 14:57 | 12.03.2020 ნანახია: 209

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 63-ე ეტაპი იწყება,- ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის ორი ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით; ოჯახის ერთი ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით“ ,- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

კითხვების შემთხვევაში, მოქალაქეებს დაკავშირება შეუძლიათ შემდეგ ნომრებზე –  593 900 810; 558 651 159; 593 464 571.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე