ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 20:42 | 11.03.2020 ნანახია: 550

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა განაცხადა.

 

ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

"უახლოეს დღეებსა და კვირებში, ველოდებით ინფიცირებულთა შემთხვევების, დაღუპულთა და დაზარალებული ქვეყნების რიცხვის ზრდას. ჩვენ შევაფასეთ ვითარება და გავაცნობიერეთ, რომ კორონავირუსი შეფასდეს, როგორც გლობალური პანდემია", - თქვა ღებრეისუსმა.

11 მარტის მდგომარეობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულია 118 000-ზე მეტი. კორონავირუსი გავრცელებულია 114-ზე მეტ ქვეყანაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე