საქართველოს 200-მდე მოქალაქეს იტალიიდან დღეს დააბრუნებენ

საქართველო, თბილისი - 12:39 | 10.03.2020 ნანახია: 795

ავიაკომპანია Georgian Airways-ის ორი საჰაერო ხომალდი თბილისიდან უკვე რომის მიმართულებით მიფრინავს და საღამოს სამშობლოში საქართველოს 200-მდე მოქალაქეს დააბრუნებს.

ავიაკომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ჩარტერული ავიარეისების შესრულებაზე გადაწყვეტილება გუშინ იქნა მიღებული.

რაც შეეხება თავად ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოების ნაწილს, Georgian Airways-ის ყველა თანამშრომელი, რომელიც რეისში იღებს მონაწილეობას, ჩამოყვანილ პირებთან ერთად სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლიან, თვითმფრინავების დეზინფექცია კი, რეისის შესრულებისთანავე საერთაშორისო პირობების დაცვით განხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე