სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, თვითიზოლაციაში იმყოფება
საქართველო, თბილისი - 11:47 | 10.03.2020 ნანახია: 990
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ბრიფინგზე თქვა.
დავითაშვილის ინფორმაციით, იური ნოზაძის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. მისივე თქმით, იური ნოზაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვითონ ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისა და ბრიფინგისგან. ის თვითიზოლაციაშია, რაც ასევე ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას", - თქვა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სამინისტროში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ამ წყაროთი კორონავირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს.
საზოგადოება
- შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება, ეს არის ობიექტური რეალობა - გიორგი გახარია
- ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გამარტივდა
- დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარია - საქსტატი
- იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურების სივრცეებში მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა