სატაცური სექსუალური ენერგიის სტიმულირებას იწვევს

საქართველო, თბილისი - 13:48 | 17.08.2018 ნანახია: 391

სატაცური ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქართულ სამზარეულოში

სატაცური ხახვისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა, მის სამშობლოდ ეგვიპტე ითვლება და ხშირად „სამეფო მცენარესაც“ უწოდებენ. სატაცურს კამის მსგავსი რბილი წიწვები აქვს.

ეს არის უნიკალური ბოსტნეული კულტურა, რომელიც ყველაზე ღირებულ ნივთიერებებს, კალიუმსა და ასპარაგანის მჟავას შეიცავს. ასევე, მის შემადგენლობაშია სელენიუმი, რომელიც სხვა ბოსტნეულ კულტურებში იშვიათად გვხვდება. სელენიუმის, როგორც კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი უკვე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ სატაცურში ეს უნარი მნიშვნელოვნად იზრდება რადგან სელენიუმის გარდა იგი შეიცავს C-ვიტამინსა და კაროტინს, ასევე  А, В1, В2, В6 ვიტამინებს.

სატაცურის მიღება ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ:

  1. არ შეიცავს ცხიმებს და ქოლესტერინს. სამაგიეროდ, შეიცავს უამრავ ვიტამინს და ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს: რკინას, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს და სხვა სასარგებლო მინერალებს;
  2. სატაცური ნატურალური წყაროა ფოლიუმის მჟავისა, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის უჯრედების განვითარებაზე;
  3. სატაცური გამოიყენება ჭარბ წონასთან საბრძოლველად, რადგან ის დაბალ კალორიულია. ასევე შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ეხმარება ორგანიზმს დიეტის დაცვის დროს წარმოქმნილი სტრესული მდგომარეობის დაძლევაში;
  4. სატაცური მიეკუთვნება ბოსტნეულ კულტურათა იმ იშვიათ ჯგუფს, რომელთაც არ აღენიშნებათ უკუჩვენებები;
  5. სატაცური აძლიერებს ვენებს, კაპილარებს და არტერიებს მთელს ორგანიზმში, ასევე სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს მაღალი წნევა.

სატაცური საოცრად პოპულარული ხდება, როგორც სარესტორნო კერძებში, ისე ოჯახურ სამზარეულოში. იცოდეთ, რომ თუ რესტორნების მენიუში სატაცურის კერძი არ მოიპოვება, ის დაბალი კატეგორიის რესტორნად მიიჩნევა.

გახსოვდეთ, მოხარშვის შედეგად  ბოსტნეული ზოგიერთ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს, ამიტომ მისი მირთმევა ყველაზე კარგია ნედლ სალათად მომზადებული. 

და რაც ყველაზე საინტერესოა, სატაცური ბუნებრივი აფროზოდიაკია, რაც სექსუალური ენერგიის სტიმულირებას იწვევს. თუ რომანტიკული საღამოსთვის ემზადებით, სატაცურიანი კერძი და თეთრი ღვინო თქვენი ვახშმის აუცილებელ კომპონენტად უნდა აქციოთ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე