შურობუმო - რძის გადამამუშავებელი საწარმო სენაკში

საქართველო, თბილისი - 13:30 | 17.08.2018 ნანახია: 399

კოოპერატივი „შურობუმო“ სენაკის მუნიციპალიტეტში საქმიანობს და  16  ფერმერს   აერთიანებს. პროგრამაში ჩართულობით მათ   შესაძლებლობა ეძლევათ   უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად  მიიღონ გაზრდილი შემოსავალი. 

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „შურობუმოს“ გადაეცა   რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „შურობუმო“ ასევე  ჩართულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD)  პროგრამაში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგემილია მიმდინარე წელს  საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის  13 კოოპერაციული  საწარმო  აშენება.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების  შექმნის სტიმულირება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე