საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
საქართველო, თბილისი - 13:25 | 29.02.2020 ნანახია: 1001
საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებულ პირს ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელსაც კორონავირუსი საქართველოში პირველად დაუდგინდა. ორივე მათგანს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს.
მისივე თქმით, სამივე დაავადებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აგრძელებენ მკურნალობას, დაკვირვების ქვეშ ყოფნასა და მონიტორინგს ბოქსირებულ განყოფილებაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მეორე შემთხვევა კი, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 ქალს დაუდასტურდა.
საზოგადოება
- შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება, ეს არის ობიექტური რეალობა - გიორგი გახარია
- ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გამარტივდა
- დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარია - საქსტატი
- იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურების სივრცეებში მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა