გურამ ბაღდოშვილის რჩევები - პურმარილი და გასტრონომია ერთმანეთისგან განსხვავდება

საქართველო, თბილისი - 16:36 | 15.08.2018 ნანახია: 9843

გურმანები თანხმდებიან, რომ საქართველოში ძალიან ცოტა ადგილია, სადაც შესაძლებელია სწორად მომზადებული თევზი მიირთვა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი, თბილისში, აბაშიძის ქუჩა 43-ში მდებარე რესტორანი „ანონაა“, სადაც მასპინძელი ცნობილი შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილია.

ჟურნალი „ლაბორატორია“ გურამ ბაღდოშვილს ესტუმრა და რესტორან „ანონაში“ მომზადებული კერძებისა და ზოგადად, ქართული სამზარეულოს შესახებ ვესაუბრეთ.

გურამ ბაღდოშვილი: 70-80 კერძი შევქმენი, რომელმაც ძალიან დიდი და სწორი მენიუ გააკეთა. რაც მთავარია, არადამღლელი. 1 თვე, ყოველდღე რომ მესტუმროთ რესტორანში, არ დაიღლებით. როცა შეიძლება, სხვა რესტორნებში კითხვით დაიღალოთ. მინდოდა ჩამექსოვა ძველი ქართული კერძები. რაღაც გამოვიგონე, რაღაც ავკინძე, მივკინძე, მოვკინძე და გავაკეთე. იცით, როგორი რთულია ტრადიციის აღორძინება? 300 წლის წინანდელისა და 21-ე საუკუნის ტენდენციის სინთეზით შევქმენი, აი, რასაც ჰქვია „ფიუჟენ“.  

საქართველოში ახლა დავიწყეთ გასტრონომიის სიყვარული. ადრე პურმარილი გვიყვარდა. პურმარილი და გასტრონომია განსხვავდება. გვიყვარს გემრიელი ჭამა, ოღონდ რა როგორ მოდის, ნაკლებად ღელავენ ამაზე. თუმცა, საბედნიეროდ, დღეს უკვე არიან ადამიანები, რომლებიც ამით დაინტერესდნენ.

საქართველოში, მართლაც ძალიან ცოტა ადგილია, სადაც შეიძლება თევზი ჭამო, სწორად მომზადებული. იმიტომ რომ - ჩვენ ვწვავთ თევზს ზეთში, ვხრაკავთ, ვაშრობთ, ვახრაშუნებთ... კი, სასიამოვნო საჭმელია, მაგრამ უპირველესად, ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო. გარდა ამისა, ასე მომზადებულს, ზღვის გემო, წყლის გემო და თევზის გემო აღარ აქვს. თუ თევზს ეს არ შეუნარჩუნე, ეს უკვე თევზის მეორედ მოკვლაა. პირველად ხომ ბადით მოვკალით და მეორედ - უკვე ტაფაზე.  ეს დაუშვებელია. სწორად მომზადებული თევზის ჭამა თუ გინდა „ანონაში“ უნდა მობრძანდეთ.

ასევე, ჩემ მზარეულებთან ერთად, დავარგების ტექნოლოგია შევიმუშავე და შეგიძლიათ ფანტასტიკური სტეიკი მიირთვათ. ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ, ჩემით აღმოჩენილი და გაკეთებული გაწურული კამეჩის მაწონი ბოლოკითა და ტარხუნით. ეს კახური ინსპირაცია იყო“.

გურამ ბაღდოშვილი ჟურნალ „ლაბორატორიის“ მკითხველს ურჩევს რამდენიმე კერძს, რაც რესტორან „ანონაში“ უნდა დააგემოვნონ:

მესხური ხაჭაპური ტენილი ყველით;

ფეტვის ღომის ელარჯის ბურთულები გორგონძოლისა და როკფორტის გულსართით;

Image may contain: food

რიბაის სტეიკი;

Image may contain: food

ატლანტიკის ოკეანის ხონთქარა;

Image may contain: food

ფელამუშის პლანეტა;

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე