ვისაც კონკრეტული დაავადება არ აქვს, ნიღბის ტარება საფრთხილოა
საქართველო, თბილისი - 14:30 | 27.02.2020 ნანახია: 2244
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ნიღაბი ეფექტური არის მაშინ, როცა უკეთია ავადმყოფს. მისი თქმით, ნიღაბი აუცილებელია სამედიცინო პერსონალისთვის და მათ მუდმივად უნდა ატარონ, თუმცა ადამიანებს, რომელთაც კონკრეტული დაავადება არ აქვთ, ნიღბის ტარება საფრთხილოა.
"კარგად უნდა იცოდე როგორ ატარო ეს ნიღაბი. ჯერ ერთი არ უნდა შეცვალო მხარეები და ჯერ ერთ მხრიდან, შემდეგ მეორე მხრიდან არ უნდა გეკეთოს. გარდა ამისა, გინახავთ ხო ბევრი, რომ ხელს მოიკიდებს, ჩამოსწევს ნიღაბს და მერე ისევ გაიკეთებს. ამით რისკი იზრდება, იმიტომ რომ ამ ნიღაბზე რაც მოხვდა ვირუსები, ხელი რომ მოვკიდე, ხელზე გადმოვიდა. მერე ხელი თვალში ამოვისვი, სახეს შევეხე და შევიტანე ვირუსები კონცენტრირებული ნიღბიდან ჩემივე ხელით. ამიტომაც ნიღბის ტარებას უნდა თავისი არამარტო წესის ცოდნა, არამედ კარგად გათავისება. მაგალითად, ის აუცილებლად უნდა მოიხსნა ყურების მხრიდან და არა წინა, სახის მხრიდან. ამიტომაც არის, რომ ძალიან საფრთხილოდ მიგვაჩნია ნიღბის რჩევა მოსახლეობისთვის", - ამბობს იმნაძე.
საზოგადოება
- შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება, ეს არის ობიექტური რეალობა - გიორგი გახარია
- ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გამარტივდა
- დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარია - საქსტატი
- იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურების სივრცეებში მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა