ცხარე წიწაკა წონის შემცირებას უწყობს ხელს
საქართველო, თბილისი - 15:20 | 24.02.2020 ნანახია: 1147
ახალი კვლევის მიხედვით, Capsaicin, რომელიც წიწაკის სიცხარეს განაპირობებს, იწვევს წონის დაკლებას და ეწინააღმდეგება ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას, განსაზღვრული სასარგებლო პროტეინების ცვლილებების სტიმულირებით.
ჯონ უონ იუნი და მისი კოლეგები აღნიშნავენ, რომ სიმსუქნე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი საფრთხეა მსოფლიოში, რომელიც უკავშირდება დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის, გულის დაავადებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების განვითარებას. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, Capsaicin -ის სიმსუქნის საწინააღმდეგო მოქმედება ვლინდება საკვების კალორიულობის დაქვეითებით, ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებით და სისხლში ცხიმების დონის დაწევით. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როგორ ხდება Capsaicin -ის საშუალებით ამ სასურველი ეფექტების მიღება.
სპეციალისტები მაღალცხიმოვანი დიეტით, Capsaicin -ით ან მის გარეშე, კვებავდნენ ლაბორატორიულ ცხოველებს. Capsaicin -იანი დიეტით ცხოველებმა სხეულის წონის 8% დაიკლეს და ცვლილებები აღმოაჩნდათ, სულ მცირე, ცხიმებში შემავალი 20 მთავარი პროტეინის დონეებში. შეცვლილი პროტეინები მუშაობდა ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებაზე. `ეს ცვლილებები ხელს უწყობს მოლეკულურ დონეზე Capsaicin -ის სიმსუქნის საწინააღმდეგო მოქმედების მექანიზმის უფრო ღრმად ჩაწვდომას~, _ ამბობენ მეცნიერები.
საზოგადოება
- შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება, ეს არის ობიექტური რეალობა - გიორგი გახარია
- ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გამარტივდა
- დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარია - საქსტატი
- იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურების სივრცეებში მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა