საქართველოში ბევრ სასტუმროს გაუჭირდება - თამარ გულედანი
საქართველო, თბილისი - 12:00 | 24.02.2020 ნანახია: 972
„საქართველოში ბევრ სასტუმროს გაუჭირდება, როგორც - ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს, თუმცა ეს გარდაუვალი პროცესია“, - ამის შესახებ კომპანია “ქორდიალ ჰოსფითალითის" აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გულედანმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ტურისტების განთავსების საშუალებების ბაზრის შეფასებისას განაცხადა.
„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, განთავსების საშუალებები საქართველოში გაორმაგდა, გაიზარდა როგორც სასტუმროების, ასევე ჰოსტელების, მცირე საოჯახო სასტუმროების და ბინების რაოდენობა, რომელიც ქირავდება Airbnb-ზე. შესაბამისად, ეს ერთად ქმნის უკვე ძალიან დიდ მასას. ასე რომ კითხვაზე, თუ რატომ მცირდება განთავსების საშუალებებში დატვირთულობის მაჩვენებელი და რატომ იაფდება სასტუმროების ფასი, პასუხიც ცხადია - ბაზარი გაჯერდა და ეს ბუნებრივი პროცესია“, - ამბობს თამარ გულედანი.
მისი თქმით, „როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ მთელი ძალა და რეკლამა მივმართოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისკენ და არა რომელიმე კონკრეტული ერთი მიმართულებისკენ“.
„ეს უნდა მოხდეს საქართველოს ტურიზმის მსოფლიოში გატანით; უნდა ვიმუშაოთ სხვადასხვა სეგმენტზე და ტურისტებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი სერვისი,“ - აღნიშნა თამარ გულედანმა.
საზოგადოება
- შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება, ეს არის ობიექტური რეალობა - გიორგი გახარია
- ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა გამარტივდა
- დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 319.6 ლარია - საქსტატი
- იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურების სივრცეებში მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა